მომარაგების ჯაჭვის მართვა პანდემიის პირობებში

«პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბიზნესზე, კომპანიებს მოუწიათ ტრანსფორმაცია, რათა სწრაფად ადაპტირებულიყვნენ მიმდინარე პროცესებთან»,- აცხადებს Kairos Logistics-ის დირექტორის მოადგილე ედო იაგორაშვილი.

ლოგისტიკურ კომპანიებს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა, რადგან დარგის გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ეკონომიკისათვის და ჯანდაცვისათვის. ვაანალიზებდით, რომ არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი მომარაგების ჯაჭვის სწორი ფუნქციონირება, როგორც პანდემიის პერიოდში. ეს იყო დიდი გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის და სირთულის მიუხედავად, ვცდილობდით ხარვეზები არ გვქონოდა. გარდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების, ასევე ჩვენი ქვექნის წინაშე, ვალდებულნი ვიყავით დავალებული საქმე სწორად გაგვეკეთებინა.

40-მდე თანამშრომელს მოუწია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა და ახალ სისტემასთან ადაპტაცია. შემდეგი ეტაპი იყო პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც გამოწვევების გადალახვაში დაგვეხმარებოდა.

· უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ოფისების რესურსი უკრაინაში და ბელორუსში დავაპრიორიტეტეთ ქართული ბაზარზე.

· შემდეგ განვსაზღვრეთ მაღალი რისკის მქონე მიმწოდებლები გეორგაფიული მდებარეობის, სექტორისა და საქონლის მიხედვით. ვინაიდან ზოგიერთი მომწოდებლისგან ტვირთის დაგვიანების საფრთხე მაღალი იყო, დავსახეთ ალტერნატიული გზები მათთვის.

როდესაც ლოგისტიკის სფეროში მუშაობ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს გამოწვევები, რადგან ეს საქმიანობა თავსატეხების ამოხსნას გავს, ამის ნათელ მაგალითს კი ახლა გიამბობთ.

გვქონდა ასეთი საინტერესო შემთხვევა, როდესაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან,იტალიიდან, ვახორციელებდით გადაზიდვებს სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით.რეგულაციების მიხედვით, იტალიიდან ჩამოსული ყველა მძღოლი 14 დღის განმავლობაში კარანტინში ხვდებოდა, ამიტომაც ტრანზიტის პერიოდი საგრძნობლად იზრდებოდა, რაც ჩვენი პარტნიორი კომპანიებისათვის ზიანის მომტანი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, გამოსავალი მალევე ვიპოვეთ, იტალიაში დატვირთულ ავტომობილს ტვირთი პორტში მიჰქონდა და ბორანზე მხოლოდ მისაბმელს ტოვებდა, როდესაც ბორანი თურქეთში შემოდიოდა მას ახალი მძღოლი ხვდებოდა, რომელსაც უახლოესი 14 დღის განმავლობაში თურქეთი არ ჰქონდა დატოვებული და ახალი გამწევით ტვირთი საქართველოს საზღვართან მოჰქონდა. ჩვენი წარმომადგენელი საქართველოს და თურქეთის საზღვრის გამშვებ პუნქტში ექსპორტის დეკლარაციას აგზავნიდა, სადაც მითითებული იყო, რომ იტალიიდან მხოლოდ მისაბმელი სატრანსპორტო საშუალება იყო ჩამოტანილი და მის ტრანსპორტირებას თურქი მძღოლი აგრძელებდა, რომელსაც ქვეყნის საზღვარი ორი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა დატოვებული, ამ საბუთის საშუალებით კი მას საქართველოს საზღვარზეც კარანტინის გარეშე შეეძლო გადმოსვლა. სწორედ ასე მოვახერხეთ თითოეულ გადაზიდვა 14-20 დღით უფრო სწრაფად შეგვესრულებინა, ვიდრე ამას სტანდარტული პროცედურის შემთხვევაში შევძლებდით.

· აქტიურად ვიყენებდით ციფრულ ტექნოლოგიებს და ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ღია საკუმუნიკაციო არხები ჩვენს პარტნიორებთან, რათა გაგვეგო მათი პრობლემები და დაგვესახა ამ პრობლემების გადაჭრის გზები, მუდმივად ვიყავით კონტაქტზე ეკონომიკის სამინისტროსთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, ვცდილობდით ყოველ ნაბიჯზე გაგვეთვალისწინებინა მათ მიერ მოცემული რეკომენდაციები.

· დავიწყეთ მიწოდების და ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების ძიება, რადგან ყოველ წუთს იყო რისკი დაგეგმილი მიმართულება პრობლემის წინაშე აღმოჩენილიყო.

· წინასწარ ვანგარიშობდით დამატებით ხარჯებს, რომლებიც გადაზიდვის გეგმის ცვლილებას შეიძლება მოჰყოლოდა და ამ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებს ვაწვდიდით.

· გავაანალიზეთ რა პორტების და გამშვები პუნქტების სამუშაო სისწრაფის სტატისტიკა და ამის საფუძველზე ვურჩიეთ კომპანიებს დაესაწყობებინათ უფრო დიდი რაოდენობით მარაგები, რადგან სატრანსპორტო საშუალებებს ჩვეულ დროზე მეტი სჭირდებოდათ პროცედურების გასავლელად, რაც რა თქმა უნდა, სატრანზიტო პერიოდს ზრდიდა.

პანდემიამ ცუდი გავლენა იქონია მთელს მსოფლიოზე, თუმცა ამ პრობლემამ პატარა გაკვეთილიც ჩაგვიტარა და დაგვეხმარა უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაგვემყარებინა ჩვენს პარტნიორებთან, კიდევ ერთხელ და უფრო საფუძვლიანად დავრწმუნდით იმაში, თუ რამხელა ძალა აქვს კრიზისის პერიოდში ერთად დგომას, ერთმანეთის მოსმენას და მოტივაციის მიცემას, საბოლოოდ კი შედეგიც მივიღეთ, შევქმენით მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ახლა ბევრად უფრო მდგრადი და მოქნილია.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *